“უმნიშვნელოვანესია სუს-ის გამართული ფუნქციონირება; იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე არის ოკუპირებული, ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის” – გორდულაძე

“უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული ფუნქციონირება. იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე არის ოკუპირებული, რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სუს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გარედან მომავალ საფრთხეებთან ერთად, შიგნით სამწუხაროდ ქართული პასპორტის და მოქალაქეობის მქონე ადამიანებიც იბრძვიან ისევ და ისევ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“რისკი ძალიან ბევრია. ადამიანები იქამდე არიან მისულები, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ ვუწოდებთ ხოლმე, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერს იკადრებენ იმიტომ, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.

აქ არის უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული ფუნქციონირება. იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე არის ოკუპირებული, რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. სწორედ ამ დროს არის, რომ მათ შორის როგორც სტრუქტურა, ასევე, ადამიანები, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პირველ რიგში პროფესიონალები იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, რომლებიც ახლაც ბევრნი არიან მაგრამ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ეს სამსახური. სამსახურის, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა შსს-თან ერთად“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები