პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა და დასკვნასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.
მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, პარლამენტმა დაადგინა, რომ: “ადგილი ჰქონდა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას; კორუფციას, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს; მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას; საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს; მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების დესტრუქციულ საქმიანობას 2012–2025 წლებში”.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ.