ინდოელ მამაკაცს, რომელმაც კანის ფერის გამო ცოლი ცოცხლად დაწვა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ინდოეთში სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც ცოლი კანის ფერის გამო ცოცხლად დაწვა.
BBC-ის მიერ ნანახი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ლაკშმიზე თავდასხმა 2017 წლის 24 ივნისის ღამეს მოხდა.
გარდაცვალებამდე გაკეთებულ ჩვენებებში ლაკშმიმ განაცხადა, რომ მისი ქმარი კიშანდასი „რეგულარულად დასცინოდა მას მუქი კანის გამო“.
ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ უდაიპურის რაიონულმა მოსამართლემ რაჰულ ჩოუდჰარიმ სიკვდილით დასჯა განმარტა და თქვა, რომ მკვლელობა „იშვიათთა შორის უიშვიათეს“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ეს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ იყო.
კიშანდასის ადვოკატმა, სურენდრა კუმარ მენარიამ, BBC-ს განუცხადა, რომ ლაკშმის გარდაცვალება შემთხვევითი იყო და მისი კლიენტის წინააღმდეგ, რომელსაც ცრუ ბრალდება წაუყენეს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.