„დინამო არენაზე“ საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის ნაკრებთან მართავს.

მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

სათადარიგო: გუგეშაშვილი, კერესელიძე, ხვადაგიანი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, გაგნიძე, ლომინაძე, ლობჟანიძე, გულიაშვილი, კვერნაძე, ზივზივაძე.

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან შეხვედრის შემდეგ, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. მომდევნო მატჩიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები