დავით ხაბეიშვილი: ჩემი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში უფრო დიდ ყურადღებას ავარიული სახლების პრობლემას დავუთმობ
„დედაქალაქის მასშტაბით უამრავ ლოკაციაზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცეები. ამ დროის განმავლობაში არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები და ისნის რაიონში საკმაოდ საკმაოდ ბევრი მოსასვენებელი მოეწყო, ბევრი შიდა საუბნო გზა მოვაწესრიგეთ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში დავით ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ჩემი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში უფრო დიდი ყურადღებას ამ პრობლემას დავუთმობ. ჩანაცვლების პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შევეცდებით, უფრო მეტად მოვარგოთ მოსახლეობის მოთხოვნაზე ჩანაცვლების პროგრამა. გამგეობაში გვაქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა, რომელიც მთლიანად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნილებაზე. მოსახლეობის აქტიურობისა და მოთხოვნის შედეგად იგეგმება ყველა პროექტი, რომელსაც შემდეგ ვახორციელებთ. ბერი გაბრიელ სალოსის N17-ში მოსახლეობის ჩართულობით, უსახური ავტოფარეხების მაგივრად ახლა რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.