დიმიტრი ხუნდაძე ფრეზეთისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, სოფელ ფრეზეთს შესაძლოა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.
აღნიშნული ინიციატივა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დღეს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე დააყენა, რომელიც მცხეთაში ჩატარდა.
ხუნდაძის განცხადებით, სოფელი ფრეზეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: „სოფელი ფრეზეთი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს,რომ მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქონდეს და ყველა ის სარგებელი მიიღოს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. იცით, რომ სოფელში ჩასახლებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, შესაბამისად, დევნილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტერიუმი, კერძოდ დემოგრაფია ფრეზეთში მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ვერ ღებულობს.“
დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარეს ზაზა გაბუნიას სთხოვა, აღნიშნული საკითხი „მთის ეროვნულ საბჭოში“ დააყენოს. კომიტეტის თავჯდომარე კი დაპირდა,რომ საბჭოში აღნიშნული ინიციატივის რეკომენდატორი იქნება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები