გედევან ფოფხაძე: მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს

მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
„მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენს წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, იმ ავტორიტეტის სახით, რაც მას გააჩნია, შეუძლია ქართულ პოლიტიკას შესძინოს, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები