“ივანიშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ გვინდა პარტიის როლი გავაძლიეროთ”

„მე ძალიან მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, მისივე დაფუძნებულ პარტიაში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურები. ივანიშვილი იქნება წარდგენილი პოლიტსაბჭოზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება. მე ძალიან მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, მისსავე დაფუძნებულ პარტიაში. დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვინდა პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პარტიული განვითარება და ცხოვრება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები