“შეხვედრაზე ბიუროს წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა არიან, მე მაგ სტატუსით არ ვარ და დასასჯელი ბავშვივით ხომ არ გამიყვანდნენ”

„შეხვედრაზე ბიუროს წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა არიან, მე მაგ სტატუსით არ ვარ და დასასჯელი ბავშვივით ხომ არ გამიყვანდნენ”,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარტიის ოფისში ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე სხვა საკითხები განიხილება და არა მის გარშემო განვითარებულ ამბებს.
„შეხვედრაზე ბიუროს წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა არიან, მე მაგ სტატუსით არ გავდივარ და დასასჯელი ბავშვივით ხომ არ გამიყვანდნენ. მე ვფიქრობ, რომ სხვა საკითხებს განიხილავენ. ხოლო თუ ჩვენ გვეხება, რა თქმა უნდა, ლოგიკა მაგაში არის, რომ ჩვენ უნდა დავესწროთ. ჩვენს გარეშე, თუ ჩვენზე გამოტანენ გადაწყვეტილებას, შესაბამისი პასუხიც იქნება. მოლოდინი არაფრის არ მაქვს, მე ვიცი, რომ ჩვენ არ გვეხება“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრება ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
შეხვედრაში პარლამენტის უმრავლესობის სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები