ირმა ინაშვილი: შეაჩერონ ეს პროვოკაციული კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს

„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“  ხელმძღვანელს, დავით ქაცარავას უპირისპირდება.
ინაშვილის თქმით, ქაცარავა ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლების დადგმით, ყველაზე ეფექტურად აკეთებს რუსულ საქმეს.
„ბატონი დავით ქაცარავა, რომელიც დაკავებულია ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლების დადგმით, ყველაზე ეფექტურად აკეთებს რუსულ საქმეს. პირდაპირ ვამბობ: მსგავსი ტიპის პროვოკაციებით (ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები), წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ.
სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს აქვთ ვალდებულება,- შეაჩერონ ეს პროვოკაციული კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს“,- წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები