არჩილ თალაკვაძე – დღევანდელი შეხვედრის მიზანია პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა

„ქართულ ოცნებაში“ დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის, რომელიც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გამუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებს და პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებს განიხილავენ, რომელიც პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის, რომელიც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული”, – აცხადებს თალაკვაძე.
რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გაფართოებულ ფორმატში ჩატარებას, თალაკვაძის თქმით, შიდა პარტიული კონსულტაციები დაწყებულია. „არაერთი შეხვედრა გაიმართა და უახლოეს პერიოდში ეს საკითხები ამოიწურება. უმრავლესობის ფართო შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინი შექმნილი, რომ თითქოს, ეს ერთი შეხვედრა მიეძღვნება იმ საკითხების გადაჭრას, რაც პარტიაში შიგნით არსებობს. ეს ასე არ არის, უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები