გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა

არსებული ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა.

თუ ვინ შეცვლის სოფრომაძეს მინისტრის მოადგილის პოსტზე, ამის თაობაზე სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

მათ შორის საუბარია ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის მიხეილ დუნდუას კანდიდატურაზე, თუმცა ინფორმაციას თავად დუნდუა არ ადასტურებს.

ზაზა სოფრომაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა. სოფრომაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები