მედია: ტრამპის დელეგაციის წევრებმა კიბერშეტევების შიშით ჩინეთში პირადი ტელეფონები არ წაიღეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მსხვილმა ამერიკულმა ბიზნესებმა, რომლებიც პეკინში მისი დელეგაციის შემადგენლობაში არიან, მოგზაურობისას პირადი მობილური ტელეფონები და ლეპტოპები არ წაიღეს იმის შიშით, რომ ეს მოწყობილობები შეიძლება ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებს გაეტეხათ,- ამის შესახებ ინფორმაცია Fox News-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის დროს ამერიკელი ოფიციალური პირები დროებით მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს იყენებენ.

მათთვის გაცემული სიფრთხილის მემორანდუმის თანახმად, მათ ურჩიეს, არ შეეერთებინათ მობილური მოწყობილობები USB პორტებთან, რადგან ეს მათი მონაცემების ჩამოტვირთვის ან მათ მობილურ ტელეფონებზე მავნე პროგრამების დაინსტალირების რისკს ქმნის.

როგორც ტელეარხი ამბობს, მსგავს უსაფრთხოების ზომებს იყენებენ არა მხოლოდ ამერიკელი ოფიციალური პირები, არამედ Apple-ის, Boeing-ის, Qualcomm-ის და BlackRock-ის ტოპ მენეჯერები, რომლებიც ჩინეთში პრეზიდენტთან ერთად ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები