მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა.

„ESCAP-თან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, გავცვალოთ გამოცდილება და მივიღოთ დახმარება საქართველოს შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების დაფინანსების სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გაეროსა და საქართველოს შორის იგეგმება”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად, ბიზნესლანჩი გამართა იმ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ ინვესტიციები ქართულ კომპანიებში. ასევე, შედგა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებთან, რომელზეც საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები