“ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მიყენებული ზიანი”

“აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და შესაბამისად, მიყენებული ზიანი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ პრობლემის მოგვარება ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
„არ შემიძლია არ შევეხო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან აქტუალურ საკითხს. დღეს ჩვენ ერთად გვიწევს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს, ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. გამოყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, თუმცა აუცილებელია ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და შესაბამისად, მიყენებული ზიანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები