გიორგი გახარია ლიტვის პოლიციის გენერალურ კომისარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად,  ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალურ კომისარს, ლინას პერნავასს შეხვდა.

მხარეებმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივი ვიზიტებისა და ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, ეფექტურად ხორციელდება და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორი ქვეყნის საპოლიციო უწყებების შესაძლებლობების განვითარებას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მოწმეთა დაცვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები.

ქართული დელეგაციისთვის  ლიტვის პოლიციის დეპარტამენტში პოლიციის ახალი მანქანების  პრეზენტაციაც მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლიტვის კრიმინალურ პოლიციას და  ექსპერტიზის ცენტრსაც ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები