“როცა საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როცა საქმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. მისივე თქმით, ამ ერთობას უნდა იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც.
როგორც მან აღნიშნა, მსხვერპლის მხრიდან რა შეტყობინებაც შევიდა ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში, შესაბამისი რეაგირება მოხდა.
„როცა საქმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტი. რა შეტყობინებაც მოვიდა მსხვერპლის მხრიდან, რეაგირება იყო შესაბამისი. შეტყობინება მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველს იძლეოდა და ის პოლიციამ დაუყოვნებლივ გასცა. შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სისხლის სამართლის ნიშნები, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები