„იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“

იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს – მკვლელობას დაფარავენ, საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა, რომელთაც ვალდებულება ეკისრებათ, პოლიციას დანაშაულის შესახებ შეატყობინონ და დანაშაული არ დაფარონ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშუალები დაფარეს.
„ამგვარი დანაშაულის მიმართ დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია, შესაბამისად, სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვედით. თუ დღეს მოქმედ კანონსა და ცვლილებებს ერთმანეთს შევადარებთ, გეტყვით, რომ დღევანდელი კანონმდებლობა, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, საკმაოდ დაბალ და ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს. ცვლილებებით კი, დანაშაულის დიფერენცირება, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ხდება და იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს – მკვლელობას დაფარავენ, საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მათ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ, რადგან პროექტი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ეს
საზოგადოების მიმართ ერთგვარი მესიჯია, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები