გიორგი კვირიკაშვილი ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი მოჭადრაკის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მოჭადრაკის, ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა ტიტულოვანი მოჭადრაკე, საქართველოს 6-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის, მრავალი ოლიმპიადისა და ტურნირის  გამარჯვებული და თასის მფლობელი. ვუსამძიმრებ ნინო ხურციძის ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ჭადრაკის გულშემატკივრებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები