ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

0

42 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა.
ნინო ხურციძე მძიმე სენს ებრძოდა. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოაჩნდა. მკურნალობის მიუხედავად, სამწუხაროდ, მან დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.
ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნინო ხურციძეს ფიდეს რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია – მე-11 ადგილი 1999 წელს ეკავა.

კომენტარები

კომენტარი