ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ოცდათერთმეტს მიაღწია
როგორც ირკვევა, ავღანეთის ქალაქ ქაბულში ამომრჩეველთა რეგისტრაციის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 31-ს მიაღწია, ხოლო დაჭრილია 60-მდე ადამიანი.
ქვეყნის მთავრობის ლიდერმა, აბდულა აბდულამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნები, ტერორისტების მცდელობების მიუხედავად, მაინც ჩატარდება, რადგან ეს ავღანელი ხალხის ნებაა, რაც აუცილებლად აღსრულდება.