22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც შეუერთდება
22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. ქალაქის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ზესტაფონში გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყობა. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციაში მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ – დაწესებულებების, საჯარო სკოლების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ჩატარდება კონკურსი, რომელიც შემდეგ ნომინანტებს გამოავლენს: „საუკეთესო კომპანია“, „ყველაზე სუფთა და ლამაზი ეზო“ და „ყველაზე მზრუნველი მოქალაქე“. ყველა ნომინაციაში გამარჯვებული, სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდება.
დასუფთავების აქციას, „გიყვარდეს შენი ქალაქი“ საფუძველი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მიმდინარე წლის 31 მარტს ჩაეყარა. ყოველი თვის ბოლო შაბათი კი, დასუფთავების დღედ დაწესდა.