აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს კაცი, რომელსაც „საწვავის სუნი ასდიოდა“ და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს.
როგორც პოლიცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში იუწყება, კაცი უსაფრთხოების მიზნით შემოწმების დროს გააჩერეს.
„კაცს საწვავის სუნი ასდიოდა, ჰქონდა ჩირაღდანი და ცეცხლსასროლი იარაღი“, – ნათქვამია განცხადებაში.