“დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს “ჩვენი ოპოზიცია,” არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები, თუ დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდება” – ნიკოლეიშვილი
“დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს “ჩვენი ოპოზიცია’’, არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები იმ შემთხვევაში, თუკი დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტებას აკეთებს.
“ჩვენი ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს;
მოითხოვს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას;
ტრამპი უნდა გამოვიდეს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ განცხადების გამო, სადაც ის ამტკიცებს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია;
ასევე, მოითხოვენ, გადახედოს მის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის აპირებს თავის ძალისხმევა მიმართოს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად;
ტრამპმა ასევე საჯაროდ უნდა აღიაროს რომ ქართული ოპოზიცია, არის ერთადერთი (არა)ნორმალური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნ(ებ)ის მართვა.
თუკი ტრამპი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ქართული ოპოზიცია აპირებს, წლის ბოლოს, დეკემბრიდან დაიწყოს თეთრი სახლის პიკეტირება, რათა ახალი პრეზიდენტი არ შეუშვას ოვალურ კაბინეტში”, – წერს ნიკოლეიშვილი.