ვახტანგ ჩოჩია – ოპოზიციაზე: კარგად აქვთ გააზრებული ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემას შეიძლება, მოჰყვეს

„რამდენიმე მათგანი პროკურატურაში არის დაბარებული, თუმცა, მათ უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე, ვინაიდან კარგად აქვთ გააზრებული ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემას შეიძლება, მოჰყვეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა, რითაც საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

“გააცნონ ქართულ საზოგადოებას თავიანთი სოცქსელების მეშვეობით ის მტკიცებულებები, რაც მათ საარჩევნო პროცესის დარღვევასთან დაკავშირებით აქვთ. თუმცა, ცხადია, ასეთ მტკიცებულებებს ვერ წარადგენენ იმიტომ, რომ არაფერი აქვთ“, – განმარტა ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები