“ამ მოსამართლემ, გადაწყვეტილება რომ მიიღო ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახლა, თვითონ ხომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმ დღეს რატომ არ დააფიქსირეს, ფარულობის დარღვევა თუ იყო” – მაჭარაშვილი
“ამ მოსამართლემ, გადაწყვეტილება რომ მიიღო ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახლა, 10 დღის თავზე, თვითონ ხომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მისმა ოჯახმა; იმ დღეს რატომ არ დააფიქსირეს, ფარულობის დარღვევა თუ იყო?”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“ამ მოსამართლემ, გადაწყვეტილება რომ მიიღო ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახლა, 10 დღის თავზე, თვითონ ხომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მისმა ოჯახმა, იმ დღეს რატომ არ დააფიქსირეს, ფარულობის დარღვევა თუ იყო? ეს რატომ არ გააკეთეს? იმიტომ, რომ არცერთს არ ჰქონდა – არც ამ მოსამართლეს. არც ოპოზიციის ლიდერებს, იმის განცდა, რომ მათი ხმის ფარულობა დაირღვა პროცედურის დროს. ეს არის სიმართლე’’, – აცხადებს მაჭარაშვილი.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.