ირაკლი ზარქუა: უსამშობლოების მიზანია დაგაბრალონ და შემდეგ შენ თავი უნდა იმართლო – თუ ამბობ, რომ გაყალბდა არჩევნები, წარმოადგინე მტკიცებულებები

,,რაც შეეხება უსამშობლოებს, რა არის მათი მიზანი – დაგაბრალონ და შემდეგ შენ თავი უნდა იმართლო. თუ ამბობ, რომ გაყალბდა, წარმოადგინე მტკიცებულებები. ამას ვერ აკეთებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველა უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა.

„მიეცით ჩვენება, წამოიღეთ თქვენი არგუმენტები და ვიმსჯელოთ მოსამართლესთან. ეს არ უნდათ. არც პროკურატურასთან უნდათ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თითოეული ამ უსამშობლოს მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ არჩევნები. ყველა ამ უბადრუკ, უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა“, – აცხადებს ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები