ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლის “ბოშები“ პრემიერა გაიმართა
ბოლნისის თეატრმა წელს, პირველი საპრემიერო ჩვენება გამართა. დასმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის “ბოშები“ წარუდგინა. რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე გახლდათ. მსახიობებმა სცენაზე გურული იუმორი ჩვეული ოსტატობით გადმოიტანეს.
საპრემიერო ჩვენებას ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ წელს მწერალს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდება და ბოლნისი პირველია, რომელმაც ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წელი პრემიერით გახსნა.