გიორგი ონიანმა ბრალი აღიარა, ის საპატიმროში ორ წელს გაატარებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ონიანმა ბრალი აღიარა, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სააპელაციო სასამართლომ გიორგი ონიანთან საპროცესოს გაფორმების შესახებ დღეს იმსჯელა.

“დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ გიორგი ონიანის საქმის განხილვის სხდომაზე მოსამართლემ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მსჯავრდებულმა გიორგი ონიანმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება, რომ მან 2011 წლის ოქტომბერში, იყო რა გლდანი ნაძალადევის სამმათველოს უფროსის მოადგილე. გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მოახდინა პოლიტიკური ნიშნით დავით შათირიშვილის და ლევან მდინარაძის დევნა, მათი უკანონო დაკავება და მათ საქმეში მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, გიორგი ონიანი 2 წელს მოიხდის საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 2 წლით და 6 თვით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი”,- განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები