კახა ბექაური: მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიონით, ფიქსირებულის კი ნახევარი მილიონით გაიზარდა

“2010 წლიდან დღემდე ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ნახევარი მილიონით არის გაზრდილი”,-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

ბექაურის თქმით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა კი – ორი მილიონით არის გაზრდილი.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს მობილურ ინტერნეტს 2, 860,325,00 ადამიანი მოიხმარს.

„2010 წლიდან დღემდე 500 ათასი აბონენტით (ოჯახით) გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა, მობილური ინტერნეტის მომხარებელთა რაოდენობა კი ორი მილიონით არის გაზრდილი. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი ასრულებს ძალიან დიდ როლს, მომხამრებელი გადასულია სმარტფონებით და ტაბლეტებით ინფორმაციის მიღებაზე, მთლიანად არის ინფორმციის მიღების ქცევა შეცვლილი. ამიტომ ამ ეპოქაში, როდესაც საქართველოში 2 მილიონით არის სმარტფონზე ინფორამციის მომხარებლების რაოდენობა გაზრდილი, საუაბრი იმაზე, რომ სადღაც რაღაც უნდა შევზღუდოთ, პროპოაგანდა იქნება ეს თუ ტყუილი – არა რეალურია“- განაცხადა „კვირის ინტერვიუში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები