ალექსანდრე ნინუას პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდრე ნინუას დავით კეზერაშვილთან ერთად წარდგენილ ბრალდებაზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურატურის შუამდგომლობით, ბრალდება საკმაოდ მძიმეა. ამასთან, არსებობს ნინუას მხრიდან თავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. ნინუას ადვოკატის ოთარ კახიძის განმარტებით, დავით ნინუა 2012 წლიდან დაახლოებით 40-ჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე და ყოველთვის ცხადდებოდა, როდესაც დროულად იბარებდნენ.
ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება იმ დანაშაულისთვის, რომლის პროვოცირებაც მოაწყო.
“მოწმეებზე ზემოქმედება რომ სდომებოდა, ამას მოახერხებდა, თუმცა ამ დაკითხვების პერიოდში არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა და პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მსგავსი მაგალითი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ. მისივე განმარტებით, მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოდან 2013 წლის განმავლობაში ორჯერ გავიდა, თუმცა ორივეჯერ დაბრუნდა და თუკი მიმალვის განზრახვა ჰქონდა, ამას, ნინუა მოახერხებდა. საქმის პროკურორის ლევან ადეიშვილის განცხადებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის დასაბუთებულ შუამდგომლობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ნინუას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. დავით ნინუასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს, წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 26 ივნისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები