ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა
ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფების წევრებს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს წინაშე სულ 10 პირი წარსდგა. მათ ბრალი ტერორისტული აქტების სერიის მომზადებაში ედებოდათ. სამ ბრალდებულს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენები ციხეში 8 -8 წელს გაატარებენ.
სასამართლო დასკვნაში წერია, რომ დაჯგუფება 2014 წელს, ანტონიო საესის მეთაურობით შეიქმნა. დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ თავს დახსმოდნენ პოლიციას, ბანკებს და ესპანეთის ქალაქებში მდებარე ებრაულ დასახლებებს.
ტერორისტთა ლიდერი, ანტონიო საესი ასევე გეგმავდა მძევლების აყვანას და მათ საჯარო დასჯას. მისივე თაოსნობით იგეგმებოდა, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეერთებოდა ახლო მომავალში.
დაჯგუფების შესახებ სამართალდამცველებმა 2015 წელს შეიტყვეს. ინფორმაცია გამოძიებას ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეატყობინა, რომელიც საიდუმლო შეხვედრებს ესწრებოდა. სწორედ მოწოდებული ინფორმაციის წყალობით მოხერხდა მათი დაკავება.