კიშინოვში მდებარე სასამართლოს შენობაში ბომბს ეძებენ
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა კიშინოვის ცენტრში მდებარე სასამართლოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ფაქტი მოლდოვას საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც დაადასტურეს.
ამ დროისათვის ადგილზე სპეციალური ტექნიკა და მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი და საძიებო სამუშაოები. შენობაში ასევე იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და გამნაღმველები.
სასამართლოს შენობიდან პერსონალის სრული ევაკუაცია უკვე განხორციელდა.