“რუსეთის მოქალაქე ყველა ქალმა, ერთგულების ნიშნად პუტინისგან შვილები უნდა გააჩინოს”

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქალთა, ბავშვთა და ოჯახთა საკითხების კომისიის წევრი ელენა მიზულინა მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქე ქალბატონებმა ერთგულების ნიშნად, ვლადიმერ პუტინისგან შვილები უნდა გააჩინონ.

„რუსეთის მოქალაქე ყველა ქალბატონმა ვლადიმერ პუტინისგან ბავშვი ქვეყნისთვის ერთგულების დასამტკიცებლად უნდა გააჩინოს, რუსეთის ყველა მოქალაქე ქალბატონი რუსეთის პრეზიდენტის გენეტიკურ მასალას ფოსტით მიიღებს და დაორსულდება. ასეთი დედები სახელმწიფოსგან სპეციალურ დახმარებას მიიღებენ. ასეთი მეთოდით დაბადებული ბავშვები აღიზრდებიან სპეციალურ სასწავლებლებში, როგორიცაა, მაგალითად, სუვოროვის სასწავლებელი. ქალბატონები ამით გამოხატავენ ერთგულებას სახელმწიფოსა და პირადად პრეზიდენტის მიმართ“, – აცხადებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქალთა, ბავშვთა და ოჯახთა საკითხების კომისიის წევრი ელენა მიზულინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები