ამირან სალუქვაძე: მსოფლიოს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ კი ერთმანეთს ვებრძვით

21-ე საუკუნის მეკობრეობა – ამ სათაურით გაზეთი „რეზონანსი“ სტატიას აქვეყნებს და საოკუპაციო ხაზიდან მოსახლეობის გატაცების ფაქტებს ეხმაურება.

„რეზონანსთან“ საუბარში სამხედრო საკითხებში ექსპერტი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სწორი ანალიზი და შეფასებებია საჭირო და არა შიდაპოლიტიკური კინკლაობა სახელმწიფოს ყველაზე სერიოზული პრობლემის ირგვლივ.

“საოკუპაციო საზღვართან ჩვენი მოქალაქეების გატაცებას პერმანენტული ხასიათი აქვს აგვისტოს ომის დამთავრებიდან დღემდე. ეს რომ გავიგოთ, 2009 წელს 191 ადამიანი გაიტაცეს, 2010-შიც ამდენივე, 2011-ში 237 და ა.შ. ანუ, ყოველ სამ დღეში იტაცებდნენ 2 ადამიანს. შემდეგ წლებში იმატა. სწორი ანალიზი და შეფასებებია საჭირო და არა შიდაპოლიტიკური კინკლაობა სახელმწიფოს ყველაზე სერიოზული პრობლემის ირგვლივ. სანამ ამ პრობლემას სწორად არ აღვიქვამთ, სანამ ამ საკითხში პოლიტიკოსები, ექსპერტები და მედია ერთ პოზიციაზე არ ვიდგებით მთელ საზოგადოებასთან ერთად, წარმატებას ვერ მივაღწევთ.ესაა რუსეთის სასაუბრო ენა. ამ საკითხით, დანახარჯების გარეშე, ეფექტიანად ახდენენ ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენას. მეტიც, იქეთ გვახდევინებენ ფულს გამოსასყიდის სახით. ოკუპირებულ ზონაში 21-ე საუკუნის მეკობრეობაა საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობის ქვეშ. მსოფლიოს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ კი ერთმანეთს ვებრძვით.რაც შეეხება რუსების სწავლებებს. მაგალითად შარშან ორთავე ოკუპირებულ რეგიონში 100-მდე სწავლება ჩატარდა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ძალის დემონსტრირებაა, მაგრამ, ამავე დროს, გეგმიური წვრთნებია.

ჩვენს არმიაში აგვისტოს ომის შემდეგ (მანამდეც) ინტენსიური სწავლებები არ მიმდინარეობს და სხვისი გვიკვირს. ასეთი ინტენსიური სწავლებებით, პლუს გადაიარაღებით, რუსეთი იქცა დღეს საშიშ ძალად.

არმია, რომელიც მუდმივი წვრთნების რეჟიმში არ ცხოვრობს, მკვდარი ორგანიზმია. რაღა ძალის დემონსტრირებაზეა საუბარი, რუსეთის ლიდერის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, რომელიც სამხედრო მუქარებით იყო გაჯერებული?, – განუცხადა “რეზონანსს” არმიის გენერალმა ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები