ტაილანდში საგზაო ინციდენტმა 6 ადამიანი იმსხვერპლა, 44 საავადმყოფოშია მოთავსებული

ტაილანდში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, ხოლო 44-მა დაზიანებები მიიღო, აქედან 27 ადამაიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. ავარიის დროს ორ იარუსიანი ავტობუსი, რომელიც სასაზღვრო დასახლებიდან ქვეყნის ცენტრისკენ მოძრაობდა, მოსახვევში ამობრუნდა და სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე გარდაიცვალა 6, ხოლო 27 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. სულ ინციდენტის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა.
სტატისტიკური მონაცემებით, ტაილანდი ავტოავარიების მხრივ მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა. ტაილანდის ქუჩებში ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები დღესასწაულების დროს ხდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახლოვდება ტაილანდური ახალი წელი, რაც ავტოავარიების მხრივ ყველაზე ცუდი პერიოდია ქვეყნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები