სირიის მიმართულებით ორი საბრძოლო ხომალდი მიემართება
ამერიკული მედიის ცნობით, სირიისკენ უკვე დაიძრა ამერიკის შეერთებული შტატების მეორე საბრძოლო ხომალდი. ამერიკამ კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე ხნის წინ უკვე განათავსა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, ხოლო რამდენიმე დღეში, მას მეორეც შეუერთდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბრძოლო ხომალდმა „დონალდ კუკმა“ კვიპროსის სანაპირო უკვე დატოვა და სირიის მიმართულებით გადაადგილდება. მას „ტომაჰავკის“ ტიპის 60 რაკეტის გადატანა შეუძლია დანიშნულების ადგილას.
თურქული წყაროების ცნობით კი, ხომალდს რამდენჯერმე უკვე გადაუფრინეს რუსულმა ავია-გამანადგურებლებმა და მის გადაადგილებას აკვირდებიან, თუმცა პენტაგონმა ეს ინფორმაცია უარყო.
მანამდე კი, დონალდ ტრამპმა რუსეთის და ირანის მთავრობები ღიად დაადანაშაულა ბაშარ ასადის მხარდაჭერაში, დაგმო სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებული შეტევა ქიმიური იარაღით და საპასუხო მოქმედებების შესახებ პირობა დადო.