მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა სოციალური ქსელის მომხმარებლის მონაცემთა დაუცველობის გამო

ამერიკის კონგრესში გამოსვლისას, „ფეისბუქის“ მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მისმა კომპანიამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოჩინა, რათა არ მომხდარიყო მომხმარებლის პირადი მონაცემების გაჟონვა.
„ჩვენ არ გვქონდა გააზრებული ეს პასუხისმგებლობა. ეს ჩემი შეცდომა იყო, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. საკმარისი ვერ გავაკეთეთ საიმისოდ, რომ „ფეისბუქ“ მომხმარებლების პირადი მონაცემები ცუდ ხელში არ ჩავარდნილიყო“ – განაცხადა ცუკერბერგმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ცუკერბერგის კომპანიაში განაცხადეს, რომ 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები შეცდომით „კემბრიჯ ანალიტიკის“ ხელში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები