დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის თარიღი გაამხილა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მისი შეხვედრა ჩრდილო კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მიმდინარე წლის მაისში შედგება. მან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონს მუდმივი კავშირი აქვს ჩრდილო კორეასთან. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილო კორეის ლიდერთან კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართება და შეთანხმებაც შედგება ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის შეხვედრის ადგილი არ სახელდება. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა შეხვედრა შვედეთში, ან რუსეთის ტერიტორიაზეც კი შედგეს.
რამდენიმე ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის, ფხენიანის და სეულის წარმომადგენლები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ფინეთის ტერიტორიაზე, სადაც მომავალი შეხვედრის ტექნიკური დეტალები განიხილეს.