სირია ამერიკას სამხედრო ბაზის დაბომბვაში ადანაშაულებს

ორშაბათს სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ბაზაზე საჰაერო შეტევის განხორციელებაში დაადანაშაულა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ტელევიზიის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სავარაუდოდ მომწამვლელი გაზის გაშვების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა სირიაში.
სანამ საერთაშორისო ექსპერტები ცდილობდნენ დაედგინათ მართლაც მოხდა თუ არა ქიმიური შეტევა სირიაში, ტრამპმა ამაში პირდაპირ პუტინი და მისი მთავრობა დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ ქიმიურ შეტევას აუცილებლად მოჰყვებოდა „საპასუხო რეაქცია“.
სირიის ბაზაზე იერიშის მიტანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყო.
პენტაგონის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამერიკა არანაირ საჰაერო დარტყმებს არ ახორციელებს სირიაში, თუმცა აღნიშნავს, რომ აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები