ყოფილმა პორნოვარსკვლავმა ტრამპის სასამართლოში გამოძახება მოითხოვა

ყოფილმა პორნოვარსკვლავმა, სტორმი დენიელსმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოცხადება სასამართლო პროცესზე დასაკითხად.
კალიფორნიის სასამართლომ მას ამ მოთხოვნაზე ერთხელ უკვე უთხრა უარი მიმდინარე წლის მარტში, თუმცა პორნოვარსკვლავი დანებებას არ აპირებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპსა და პორნოვარსკვლავს შორის რომანი 2006 წელს გაჩაღდა, მაშინ როდესაც ტრამპი ახლანდელ პირველ ლედიზე 1 წლის დაქორწინებული იყო. თავდაპირველად პორნოვარსკვლავმა ინფორმაცია უარყო, თუმცა, მოგვიანებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ ტრამპთან დადებული გაუთქმელობის ხელშეკრულება მათი ურთიერთობის შესახებ დარღვეული იყო. მან სასამართლოში ასევე განაცხადა, რომ რომანი ტრამპთან 1 წელს გაგრძლდა.
თეთრ სახლში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობს ტრამპი თანხებს უხდიდა. შემდეგ კი ტრამპის ადვოკატმა განაცხადა, რომ პორნოვარსკვლავს მართლაც გადაუხადა გარკვეული ოდენობის თანხა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. პორნოვარსკვლავის სარჩელის პარალელურად, ტრამპის ადვოკატმაც შეიტანა საპასუხო სარჩელი სასამართლოში, სადაც წერია, რომ დენიელსმა გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულება არაერთხელ დაარღვია. ტრამპის ადვოკატი მორალური ზარალისთვის პორნოვარსკვლავისგან 20 მილიონ დოლარს ითხოვს კომპენსაციის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები