საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაქოში ოპოზიცია მრავალრიცხოვან მიტინგს აანონსებს

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაქოში ოპოზიცია მრავალრიცხოვან მიტინგს ჩაატარებს. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერის განცხადებით, ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და სწორედ ამის გამო აპირებენ ქუჩაში გამოსვლას. აქცია 14 აპრილსაა დაგეგმილი.
არჩევნები მეზობელ ქვეყანაში ოთხშაბათს ჩატარდება. მასში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ ღებულობენ ოპოზიციური პარტიები, კერძოდ „ეროვნული საბჭო“ სახალხო ფრონტის პარტია“ და „მუსავატი“. სოციალურ ქსელებში ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნები გაყალბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები