სარფის საბაჟოზე ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთის მხრიდან საქართველოში შემოვიდა სლოვენიაში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილი, რომელიც ტრანზიტულად, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სატვირთო ავტომობილს სერბეთის მოქალაქე ჯ.ბ. მართავდა. მებაჟე ოფიცრის მიერ დოკუმენტური შემოწმებისა და სატრასპორტო საშუალებაში არსებული ტვირთის დათვალიერებისას, ტვირთში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL capsules 50 მგ -9600 კაფსულა. ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მოზრდილი პარტია აღმოაჩინეს საბაჟო – გამშვები პუნქტის “სარფის” თანამშრომლებმა 5 მაისსაც. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კონტროლის ზონაში შემოვიდა საფრანგეთის მოქალაქე გ.გ., რომლის კუთვნილ ავტომანქანაში დამალული იყო ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL MYLAN 50მგ – 180 კაფსულა, TRAMADOL BIOGARAN 50მგ- 90 კაპსულა, TRAMADOL ARROW 50 მგ-90 აბი, DAEALGAN CODEINE 30 მგ-11 აბი. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები