გურამ ბზვანელს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდება, ანუ მალე პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის CD დისკი გამოდის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის დამაარსებლის გურამ ბზვანელის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, გურამ ბზვანელისა და პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის შემოქმედების ამსახველი ალბომი გამოიცემა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-კვარტეტი 50 წლის წინ შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. კომპოზიტორმა გურამ ბზვანელმა 17 წლის ასაკში დაწერა სიმღერა “ჩავაქრე სანთელი”, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი. პროექტი ინიცირებულია სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების პროგრამის ფარგლებში.