გამოფენა ,,სამაია“ გალერეა ,,ვაჩეში“
გალერეა ,,ვაჩე” 9 მაისს, 19 საათზე ჯგუფურ გამოფენას გახსნის. გამოფენა სახელწოდებით: ,,სამაია“ ერთ სივრცეში წარმოადგენს სამი განსხვავებული ხედვის, ჟანრისა და პროფესიიის ხელოვანის: ეკა გელუტაშვილის, მარიეტა იამანიძისა და მაია ნაჭყებიას ნამუშევრებს.
,,კვირა“ დაუკავშირდა ეკა გელუტაშვილს და კომენტარი სთხოვა:
– მიხარია, რომ ამ გამოფენაში ვმონაწილეობ, აქ წარმოდგენილი იქნება მინანქარზე შესრულებული ჩემი ადრინდელი და ბოლო ნამუშევრები. მე პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი ვარ და ამ ხელობას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს დავეუფლე. თვითნასწავლი ხელოვანი ვარ და ხატვაზე არასოდეს მივლია. ეს ჩემი პირველი გამოფენაა და მადლობელი ვარ გალერეა ,,ვაჩესი,“ რომ საშუალება მომცა, ჩემი ნამუშევრები ყველას ეხილა.
სამი ხელოვანის გამოფენა გალერეა ,,ვაჩეში“ 11 მაისამდე გაგრძელდება.