ნოშრევან ნამორაძის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

  ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის ნოშრევან ნამორაძის ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში დღეს გაასაჩივრა. როგორც ადვოკატმა „კვირას“ განუცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც მოწმეებზე ზეწოლის და არც მიმალვის არანაირი საფრთხე არ არსებობს. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს პატიმრობის გირაოთი შეცვლა წარმოადგენს. ადვოკატი ნოშრევან ნამორაძის წინასწარი პატიმრობიდან ათი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი 72 საათში უნდა განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები