ვლადიმერ პოზნერი: ერთ ბიჭს ისტორიაში შესვლა მოუნდა

არ მინდოდა ყირიმზე რამე დამეწერა, უფრო სწორედ, მინდოდა, მაგრამ ჩემს თავს ვუკრძალავდი, რადგან იმდენი დაიწერა და იმდენი სიმართლე ითქვა, სახელმწიფოს მიერ ნათქვამი იმდენი ტყუილი ამოტივტივდა ზედაპირზე, რომ დასამატებელი თითქოს აღარაფერია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრმა ჩემმა ნაცნობმა, რომელთაც ადეკვატურ ადამიანებად მივიჩნევდი, ისეთი სახე აჩვენა, როგორიც კომუნისტების მიტინგზე მდგარ პენსიონერებსაც კი არ ექნებათ. სწორედ ამიტომ ვწერ ამ წერილს. მე არ დავეყრდნობი სხვების კომენტარებს და ჭორებს. ჩვენ ვდგავართ ორი ფაქტის წინაშე – უკრაინამ ჩამოაგდო იანუკოვიჩი და რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაართვა.

პირველი. უკრაინა. ეს განსხვავებული ქვეყანაა, განსხვავებული კანონებით, განსხვავებული ხალხით და ფედერალური მოწყობით. ნახევარკუნძული, რომელიც ჩვენ წავართვით ამ ქვეყანას, ვიდრე იქ რთული პროცესები მიმდინარეობდა-, ამ პროცესს ლეგიტიმურს არ ხდის. წარმოიდგინეთ, რომ „ბალოტნაიაზე“ მიტინგის დროს, იაპონიას შემოეყვანა ჯარი კურილიაზე და ორი კვირის შემდეგ იქ მაცხოვრებლებს ხმა მიეცათ შეერთების თაობაზე. სიტუაცია ანალოგიურია. კურილია სხვადასხვა დროს ჩვენი იყო. იაპონიის ტერიტორია დარჩა კიდეც ჩვენი, რადგან ვიღაცამ როდესღაც ასე გადაწყვიტა. ჩვენ მას ასე ადვილად დავთმობდით? არა. ჩეჩნეთი? უკრაინაც არ დათმობს ასე ადვილად ყირიმს. რუსების გარდა იქ უკრაინელებიც, თათრებიც და სხვა ხალხიც ცხოვრობენ. მე ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ახლა შეეცვალათ უკრაინელებს რუსების მიმართ დამოკიდებულება, ცდილობენ, შეწყვიტონ მათთან ურთიერთობა, რადგან ძნელია, გამუდმებით ტყუილს უსმინო.
რა მივიღეთ რუსი მოსახლეობის დაცვის სანაცვლოდ? – დიდი რისკი, თუკი ესკალაცია გაგრძელდება. გამოდის, რომ ისინი, ვინც ამბობენ, რუსები უნდა დავიცვათო, მართლები არ არიან.

მეორე. ყირიმი – ჩვენი მიწაა. თათარისტანი? კალინინგრადი? ყირიმი თავდაპირველად მე- 18 საუკუნეში იქნა შემოერთებული. შუა აზია, კავკასია, ფინეთი – ესენიც მე- 19 საუკუნეში შემოგვიერთდნენ? რატომ არ ვომობთ? ან რატომ არ ვაბრუნებთ ძალით წართმეულს? არსებული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრეცედენტს დღეს პანდორას ყუთის გახსნა შეუძლია. ქვეყნის სამხედრო ძალაში დარწმუნებული, შეგახსენებთ, რომ რუსეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მხოლოდ მოსკოვს ფარავს, ნებისმიერი ქვეყნის ბომბდამშენები სხვა ქალაქებამდე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიფრინდებიან. ბირთვული იარაღი კი კარგია, როგორც თავშეკავების და არა მისი გამოყენების საშუალება. ყირიმის წართმევით ჩვენ პერსპექტივაში სხვა მიწების დაკარგვისკენ მიმავალ გზას დავადექით.

მესამე. დოტაციური ყირიმი.
ყირიმში ცხოვრების დონე დაბალია, ვიდრე რუსეთში, არ არის ინფრასტრუქტურა, საკუთარი წყალი, ელექტროობა, ნორმალური პორტი, რკინიგზის გამშვები პუნქტები, აეროპორტი და ა.შ. ეს უზომოდ დიდი ფულია. ბევრად მეტი, ვიდრე ოლიმპიადა. თუ იქაურობა მართლა ასეთი კარგი იყო, რატომ გაპარტახდა იგი 20 წლის განმავლობაში? ალბათ არც ისე ადვილია მისი საბიზნესო კურორტების მარგალიტად გადაქცევა. და თუ გავითვალისწინებთ სოჭის, ადლერის და ტუაფსეს უზომო პოპულარობას დაივინგის და შოპინგის მოყვარულთა შორის მთელს მსოფლიოში, ყირიმს ამის აპრიორად ვერ გავხდით.
გამოდის, რომ ჩვენს თავზე ვიღებთ 2 მილიონი ადამიანის გამოკვებას, თან წინასწარ ვიცით, რომ თანხის გამომუშავებას ვერ შევძლებთ. ვერავითარი ფლოტის ბაზის არენდის ეკონომიით და ყირიმის პროდუქტების გაყიდვით თანხებს ვერ დააგროვებ. ეს ყველაფერი სიყალბეა, ისევე, როგორც ბოლო პერიოდის ყველა დიდი პროექტი. გაგვბურღავენ, მოგვატყუებენ, გვაჩვენებენ ტელევიზორში გადაჭრილ ლენტებს და ბედნიერ პენსიონერებს, რომელთაც გარდაცვლილი ქმრების გადაჭრილი პერანგებისგან შეკერილი პანტალონები აცვიათ.
გამოდის, მათ, ვისაც ამ შეერთებით რუსეთის გაძლიერების სჯერა – იტყუება. ყირიმელები რუსეთისთვის საბრძოლველად არ წავლენ. მებრძოლები რომ ყოფილიყვნენ, თვითონვე გამოვიდოდნენ შემადგენლობიდან და თავადვე გააკეთებდნენ სასტუმროებს და ნორმალურ სანაპიროებს.

მეოთხე. კვლავ ფულზე. ეკონომიკა. საერთაშორისო სანქციები – ეს გასაგებია – ყველაფერს ვიყიდით უფრო ძვირად. თუ გაძვირდება ნავთობი, ჩვენ დაგვიბრუნდება ყველა ის პრობლემა, რომელიც 1991 წელს იყო,- უფულობა, ბარტერი და სუვერენიტეტი მაშინ ყველას მოუნდება. გასაგები გახდება თავშეკავება; რად გვინდა ახალი გზები, პენსიები, პოლიკლინიკები, ჩქაროსნული მატარებლები და 21-ე საუკუნის სხვა სიამოვნებები. ჩვენთვის უფრო მშობლიური მე-19 საუკუნე, იმპერიის გაფართოებაა. დღეისთვის მხოლოდ ამ წელიწადში დაახლოებითი ციფრი 243 მილიარდი რუბლია. ამ ფულით რუსების გადარჩენა მილიონი სხვა გზით შეიძლებოდა. მაგალითად, აეშენებინათ სკოლები, უნივერსიტეტები, თუნდაც გაპარტახებული სოფლებიდან ბებოები გამოეყვანათ და ნორმალური სახლები აეშენებინათ მათთვის, ნიჭიერი სტუდენტებისთვის სტიპენდიები მიეცათ.
და ის, რომ ყირიმი ჩვენი პენსიით დაგროვილი თანხიდან ფულს მიიღებს, უკან დაბრუნებაზე მეტყველებს. იმპერიის გულისთვის რუსეთის ხელისუფლება ხალხს კვლავ უნიტაზში ჩარეცხვას უპირებს.

მეხუთე. ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ვის გაგიუმჯობესდათ სიტუაცია ყირიმის მიერთებით? მე იქ არ დავდივარ და ალბათ არც წავალ, თურქეთი ბევრად კომფორტული და იაფია, ესპანეთი კი ძვირია, მაგრამ სხვა ქვეყანაა. კარგით, მე არ ვარ მაგალითი. ვინც ყირიმში დადის დასავენებლად ,გულწრფელად სჯერა, რომ რუსეთთან შეერთების შემდეგ იქ სიიაფე იქნება? რუსეთის სამხედროების და სპეცსამსახურაების იქ განთავსების შემდეგ უფრო დაცული იქნებიან? ნებისმიერი შემთხვევა, რომელშიც ჩვენები იქნებიან დამნაშავეები, დაიმალება, და დაზარალებულებს დაბრალდებათ, რათა არეულობა არ იქნეს გამოწვეული. ადგილობრივებისთვის კი, რომელთა ტურისტების ტრაფიკის 65%-ს უკრაინელები შეადგენენ, და კიდევ 10%-ს უცხოელები, ადვილი არ იქნება ეს დანაკარგი. რუსეთი, რა თქმა უნდა, მათ დაეხმარება, მისცემს ფულს, რათა ყველამ მოკეტოს. მისცემს ჩვენს, ჩემსა და შენს ფულს. ვინ იყიდის ახლა ყირიმის ღვინოს? აქამდე რატომ არ ყიდულობდნენ? და თუ საუბარი ფულს შეეხება, რა საჭირო იყო ტრილიონის ჩადება ოლიმპიადაში, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, მომავლის პოზიტიური რუსეთი, თუკი ამ ყველაფერს ცოტა ხანში ყირიმში ჯარების შეყვანით გადაუსვამდნენ ხაზს. სიდებილე ზეიმობს. სხვათა შორის, თქვენი სიდებილე, რადგან ეს ორივე აფერა- თქვენი ფულებით განხორციელდა.

ერთ ბიჭს ისტორიაში შესვლა მოუნდა და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი საავადმყოფო არ აშენდება და რამდენი ადამიანი დაიღუპება, რადგან დატენილი იარაღი ერთხელაც იქნება – გაისვრის. არავითარი სიკეთე რუსეთის მცხოვრებლებისთვის ყირიმის რუსეთთან მიერთებას არ მოუტანია. რუსეთის ტელეარხები საომარ რეჟიმზე არიან გადასული. მთელი საზოგადოებრივი სივრცე თავს იცავს, ყველა, ვინც არ ეთანხმება – გამყიდველია, პროვოკატორია, ფაშისტია. უკრაინელი ფაშისტებით აშინებენ. რუსეთი აშინებს. ქვეყანა, სადაც თითქმის ყველა ფანატურ სექტორზე სვასტიკაა გამოსახული, სადაც ჭრიან და კლავენ უცხოელებს, სადაც ნახევარზე მეტი მოქალაქისთვის ებრაელი – სალანძღავი სიტყვაა, ხოლო ყველა დანარჩენი ხოხოლი, ჩურკა, წვრილთვალება – ეპთეტების მთელი რიგი სხვა ნაციების მიმართ.
ადრე მჯეროდა, რომ მთელი უბედურება კრემლიდან მოდიოდა. ახლა, ბოლო სამმა თვემ დამანახვა, რა სიბინძურე დუღს ჩემი ნაცნობების თავში, რომელთაც მე ჭკვიან ადამიანებად მივიჩნევდი. მე ჩამოვთვალე 5 პუნქტი, რომლითაც უკრაინასთან ომით გახარებული რუსი ამართლებს თავის სიხარულს. კიდევ შეიძლება ბევრი სხვა პუნქტის ჩამოთვლა და ყველა ლოგიკის საწინააღმდეგო იქნება, რუსების სამი გამონაკლისის გარდა.
თუ თქვენ გსურთ ყირიმის საშუალებით გამდიდრდეთ- თქვენ დებილი არ ხართ, თქვენ უბრალოდ, ქურდი ხართ. თუ თქვენ გინდათ ყურადღება გადაიტანოთ ეკონომიკის ვარდნიდან და თქვენი რეიტინგი აიმაღლოთ სხვა ქვეყანაზე თავდასხმით, თქვენ დებილი არ ხართ, თქვენ ხართ აბზაცი ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც ასე მთავრდება-,,გარდაიცვალა ციხეში“ და მესამე – თუკი თქვენ რუსეთში ცივილიზაციას თამაშობთ, თქვენ დებილი არ ხართ, თქვენ მხოლოდ თამაშობთ.
მაშ ასე, ჩემო ძვირფასო, დანარჩენო ადამიანებო. დროა, თამაში შეწყვიტოთ და საშუალება მივცეთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ მან ითამაშოს. მე დავრწმუნდი, რომ პუტინი ჩვენი პრეზიდენტია იმიტომ, რომ „ბერკუტელების“ და მეხუთე კოლონის შვილად აყვანა და კონტურული რუკების გაფერადება ცხვრების ფარაში ერექციას ბადებს.
და მე, პირველად ცხოვრებაში, გამიჩნდა აზრი, რომ ამ ფარას ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ შესწევს ძალა, შეიცვალოს. მე არ მჭირდება იმპერიული გეგმები, მე მინდა ვიარო სწორი გზით. მე არ მჭირდება ყირიმი, მე მინდა ვენდობოდე იმ პროდუქტებს, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობ. მე არ მეშინია ნატოსი რუსეთის საზღვართან, რადგან იმაზე მეტის მოპარვა, რასაც პუტინი და მისი მეგობრები იპარავენ, აღარ შეიძლება. მე უბრალოდ ცხოვრება მინდა, გამომუშავება, დახარჯვა და საკუთარ თავზე და ახლობლებზე ზრუნვა მინდა. მეჩვენება, რომ ასეთი ადამიანები რუსეთში 20%-ია. სინამდვილეში ალბათ მეტია, მაგრამ ბევრი მათგანი რეფლექსირებას განიცდის და სხვების შემხედვარე გაიძახის ,,ვაშას“.
და შესაძლოა, ის, რაც უკრაინაში ხდება, ამ ადამიანებისთვის შანსი იყოს. თუ უკრაინა გაუძლებს, თუ უკრაინაში დარჩება თავისუფალი პრესა, კანონები ყოველდღიურად არ გადაიწერება და უფრო დიქტატორული არ გახდება, ეს ქვეყანა ცხოვრებისთვის ცუდი არ იქნება. კიევი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მოსკოვი, უკეთესი სამზარეულო აქვთ, შედარებით დაბალი ფასები.
უკრაინელები და რუსები ყოველთვის გაუგებენ ერთმანეთს ყოფაში, რადგან ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. ყველამ, ვინც ევროპაში ყოფილა, იცის, როგორი გხვდება ჩამოსვლისას სამშობლო და ეს როგორი სირცხვილია. იქნებ, მართლაც, გადავიდეს იქ, ვისაც შეუძლია, მაგალითად მე. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე. ჩემთვის ის ასეა თუ ისე, სამშობლოა. მე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი და შევცვლიდი რაღაცებს, მაგრამ, როგორც ვატყობ, მე უმცირესობა ვარ ჩემს ქვეყანაში, უმრავლესობა კი უფრო და უფრო ყავისფერი და გამოთაყვანებული ხდება. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მთავარია ომი არ იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები