ბათუმში არქივის უფროსი დააკავეს

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. კონკრეტულად რა ბრალდებითაა დაკავებული არქივის უფროსი, შს სამინისტრო ამ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
გურამ სალაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ის 2012 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები