ექიმი: გუდაურში დაშავებულ უკრაინელ ქალს ოპერაცია უტარდება, უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის ანესთეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ იქ დაშავებულ უკრაინის მოქალაქეს, 30 წლის ქალს, კლინიკაში ოპერაცია უტარდება. ექიმის ინფორმაციით, სიღრმისეული კვლევებით, მას ხერხემლის სვეტის დაზიანება დაუდგინდა.

როგორც ექიმმა განაცხადა, სხვა პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

“ამჟამად ღუდუშაურის ცენტრში ინციდენტის შედეგად მოყვანილია 7 პაციენტი. მათ უმეტესობას აქვს მსუბუქი დაზიანებები, მიმდინარეობს კვლევა, დაკვირვება პაციენტებზე, შედარებით საყურადღებოა 30 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელთანაც სიღრმისეული კვლევებით გამოვლინდა ხერხემლის სვეტის დაზიანება და მიმდინარეობს ოპერაცია. ამ ეტაპზე, რომელიმე პაციენტის გაწერაზე, საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები