მიხეილ ჩხენკელი: მალე სამინისტროში რეორგანიზაციას ვგეგმავთ

მალე სამინისტროში რეორგანიზაციას ვგეგმავთ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, რეორგანიზაცია მთელ სამინისტროს შეეხება.

“მალე სამინისტროში ვგეგმავთ რეორგანიზაციას. ეს შეეხება მთლიანად სამინისტროს. ხარისხის ამაღლების კუთხით იქნება ოპტიმიზაცია. არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებშიც ხარისხის ამაღლების კუთხით, საჭიროა ოპტიმიზაცია”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები